არქივი
პოლიტიკა


დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - კოალიცია "ჩემი ხმა", საია და "სამართლიანი არჩევნები" პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრაზე დამკვირვებლები პირადად ისაუბრებენ იმ ფაქტებზე, რაც არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოავლინეს და საკუთარ სადამკვირვებლო გამოცდილების შედეგებს პრეზიდენტს გაუზიარებენ.
„2000 კაცი შედიოდა ამ სადამკვირვებლო მისიაში, ყოველ ჯერზე, როდესაც, ჩვენ, ვაკეთებდით განცხადებებს, ცხადია, ვსაუბრობდით, ამ ადამიანების სახელით, რადგან ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას, საარჩევნო უბნებიდან. ასევე, ისინი საუბრობდნერნ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი. რა თაქმა უნდა, მათ, კიდევ უფრო, დეტალური ინფორმაცია აქვთ, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვინმეს, კიდევ, თუ აქვს ეჭვი, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს, რადგან აქ იყვნენ, კონკრეტული, ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ფაქტებს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა
დამკვირვებლები იყვნენ დიდი ზეწოლის, მუქარისა და წნეხის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში, მათ ფიზიკურად ვერ დაწერეს საჩივრები, ატოვებინებდნენ საარჩევნო უბნებს, ემუქრებოდნენ. მინდა, რომ დავიწყოთ საჯარო კომუნიკაცია, საზოგადოებასთან, ყველა ჩართულ მხარესთან და მივცეთ ჩვენ დამკვირვებლებს შესაძლებლობა, რომ თავად ისაუბრონ - რა ნახეს საარჩევნო უბნებზე. ისინი, დღემდე, ემოციების ქვეშ არიან, იმის გამო, რაც ნახეს და თავს გადახდათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეხვედრა 19:00 საათზე, სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერში" გაიმართება.
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება - ლევან მახაშვილი
20 ოქტომბერი, 2025 , 15:13

საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები იმედგაცრუებას იწვევს, ჩვენ მოქალაქეების მხარეს ვართ, თუმცა მთავრობის მოქმედებები მიუღებელია - ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი
20 ოქტომბერი, 2025 , 15:03

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, დამატებით გამოწვევებს გააჩენს თავად ამ პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ვერ შეაფერხებს ვერცერთი ადამიანის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ - ანა წითლიძე
20 ოქტომბერი, 2025 , 13:42
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
20 ოქტომბერი, 2025 , 12:37
იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში - შალვა პაპუაშვილი
20 ოქტომბერი, 2025 , 12:11

შესაძლებელი რომ იყოს, მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით მარტა კოსის სახლთან და მოესმინა ქართველი ხალხის ხმისთვის, როგორც ჩანს, ის სელექციურად უდგება საქართველოს - შალვა პაპუაშვილი
20 ოქტომბერი, 2025 , 12:04