"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს გენერალურ პროკურატურას ესტუმრნენ
"ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ეკა კაველიძესთან ერთად საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ესტუმრნენ.
შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.