Society
    2026-04-03 | 06:04

    მეუფე შიოს მოწვევით საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება

    მეუფე შიოს მოწვევით საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა.

    „ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

    სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.