Society
    2026-04-08 | 07:06

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

    წლების განმავლობაში გამკაცრებული კონტროლისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო კამპანიის შედეგად, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იკლებს „ჭიაკოკონობის“ ღამეს სამართალდარღვევათა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, რიგ რეგიონებში ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

    ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

    ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

    Related Articles
    Announcement - June 17
    2026-06-17 | 05:37
    Announcement - June 17

    Daily Calendar _ June 17
    2026-06-17 | 05:26
    Daily Calendar _ June 17

    Announcements - June 16
    2026-06-16 | 05:49
    Announcements - June 16

    Daily Calendar - June 16
    2026-06-16 | 05:41
    Daily Calendar - June 16