social media
    2026-04-22 | 06:53

    თბილი და ნათელი სტუდიების მერე გრილ და დაკლაკნილ ბილიკებზე თუ ცალფეხა ბოგირებზე სიარულს თუ გასწავლით, გინდ ისწავლეთ, გინდ არა, რას აპროტესტებთ? - ნატო ჩხეიძე

    თბილი და ნათელი სტუდიების მერე გრილ და დაკლაკნილ ბილიკებზე თუ ცალფეხა ბოგირებზე სიარულს თუ გასწავლით, გინდ ისწავლეთ, გინდ არა, რას აპროტესტებთ? - ნატო ჩხეიძე

    ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „სერიიდან: აბა შეხედეთ

    საპატიმროში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფბ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გაიხსენა თავისი ძალისხმევა მთელი ქვეყნის მოვლისა და მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტის, საყვედური გამოთქვა ახლანდელი ოპოზიციის ლიდერების მიმართ, ტელევიზორებში სხედხართ და ხალხს არ ეკონტაქტებითო. კიდევ წერა მთელი რიგი ტირადები, რაც ალიანსის წევრ/ლიდერებს ჭკუაში არ დაუჯდათ და ერთობლივი წერილიც დაუწერეს და ახლა ამათ დაგმეს იმის ნაწერი.

    “ ალიანსში შემავალი პარტიების შეთანხმებით აკრძალულია ერთმანეთზე თავდასხმა, ანუ ვინც გაერთიანებულია ამ ალიანსშიო “

    და კიდევ:

    ,” არავინ თავი არ უნდა გამოაცხადოს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთპიროვნულ ლიდერადო “ - გარეგანი თავშეკავებით და შინაგანი გაცხარებით გვიხსნიდა ალიანსის ერთ/ერთი წევრი ნინო ჟიჟილაშვილის სტუდიაში სტუმრად რომ

    იყო და ბოლოს ასეც განგვიმარტა, -

    “ერთობლივი პოზიცია მაგიტომ გვქონდაო”.

    ეს ერთობლივი პოზიცია მათი საპასუხო წერილი იყო.

    რად ჰქონდათ ეს ერთობლივი პოზიცია ციხეში მჯდომი კაცის მიმართ, ვინც სულაც არ არის მათი ალიანსის წევრი და რად მიიჩნიეს, რომ ერთპიროვნულ ლიდერად აცხადებდა თავს, ეს აღარ უთქვამს ამ ალიანსელს და არც წამყვანს უკითხავს.

    ჰოდა, მე ვიკითხავ,-

    მიხეილ სააკაშვილს, ვინც ერთი კერძო პირია, ენმ პარტიაში არც არანაირი პარტიული თანამდებობა არ აქვს და შესაბამისად, არც ალიანსის დებულების განუხრელი დაცვა ევალება, რად უნდა წაერთვას უფლება ( მე შენ გეტყვი და სხვა უფლებები თავსაყრელად აქვს) რომ თავისი ბიოგრაფიის ეპიზოდები გაიხსენოს და თუნდაც სანაქებოდ მიიჩნიოს, თუნდაც მისაბაძად და თუნდაც საგმიროდ, ვის რა ანერვიულებს, იჯდეს იმ ნარზე და წეროს, რას გიშლით?

    რად უნდა დაირაზმონ ცხრიდან რვა და რად უნდა დაგმონ ეს მიშა,

    შენო ერთპიროვნული ლიდერი სულაც არ ხარ და ნურაფერს გვასწავლი, ჩვენ აქ ყველა ერთნაირები ვართო.

    გამოცდილებას თუ გიზიარებთ, გინდა მიიღეთ, გინდა არა, რა

    განერვიულებთ?

    ამომრჩეველთან ურთიერთობის ხერხებს თუ გიხსნით, გინდ გამოიყენეთ, გინდ არა, რას განიცდით?

    თბილი და ნათელი სტუდიების მერე გრილ და დაკლაკნილ ბილიკებზე თუ ცალფეხა ბოგირებზე სიარულს თუ გასწავლით, გინდ ისწავლეთ, გინდ არა, რას აპროტესტებთ?

    პირზე ხელს ნეტავ რად აფარებთ?

    წეროს და იყოს.

    თქვენ რას შიშობთ?

    პატიმარია.

    დაუთმე რა.

    როგორც თქვენგანვე მოვისმინე, პოლიტიკური პატიმარიაო და მით უფრო არ უნდა გაუფრთხილდე?

    თქვენ კი, - არიქა, ერთპიროვნული ლიდერი არავინ არისო, წერილი აახლეთ.

    არ არის და ნუ არის.

    რას ნაღვლობთ.

    და თუ არის,

    ეგ წერილი დაიჭერს?“