ცხრა პარტია რომ ციხეში მჯდომ ერთ კაცს ურჩევს საქმეს, არ არის კარგის მანიშნებელი - გიორგი თავდგირიძე
„ფარის“ დამფუძნებელი, სამხერდრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა არ მესმის, როცა ოპოზიციაში ხარ:
თუ მიშას აქვს რეიტინგი, რატომ ებრძვი?
თუ რეიტინგი არა აქვს, მითუმეტეს რატო ებრძვი?
თუ მიშას მართველობა არ მოგწონს, სანამ სააკაშვილს გაემიჯნები, საკუთარ ნამოქმედარს უნდა გაემიჯნო იმ მართველობის დროს თუ გასამიჯნი არ გაქვს, რაღას ეტენები წარსულს?
არც ქოცი, არც ნაცი, არც ლელო, არც მოქალაქეთა კავშირი, არც ტრამპი, არც პუტინი, არც აითოლა, ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩაიბარეთ და მალავთ?
რა ვიცი, ჯერ ჩიხიდან გამოვიდეთ, გავივაკოთ, რეჟიმი ჩამოვშალოთ, არჩევნებს მივაღწიოთ ( არა ქოცების დანიშნულს) და მერე პირიქით, დაცხეთ ერთმანეთს, ყველაფერი გამოყარეთ და გემოვნებიდან გამომდინარე შეგარჩევთ.
რაღაც ძაან მიშისტური სტატუსი გამომივიდა, მაგრამ ცხრა პარტია რომ ციხეში მჯდომ ერთ კაცს ურჩევს საქმეს, არ არის კარგის მანიშნებელი.“