World
    2026-04-24 | 05:51

    ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ, ჩვენ მიზნის მიღწევა ცოტა ადრე შევწყვიტეთ, თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ სამხედრო გზით დავასრულებ დანარჩენ 25%-ს - დონალდ ტრამპი

    ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ, ჩვენ მიზნის მიღწევა ცოტა ადრე შევწყვიტეთ, თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ სამხედრო გზით დავასრულებ დანარჩენ 25%-ს - დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანში სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მიაღწია.

    ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს.

    „ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ. ჩვენ მიზნის მიღწევა ცოტა ადრე შევწყვიტეთ, რადგან მათ სურთ გარკვეული მშვიდობა და ჩვენ გვაქვს ბლოკადა, რომელიც 100%-ით ეფექტურია და ისინი ვერანაირ ბიზნესს ვერ აწარმოებენ. მათ ეკონომიკურად და ფინანსურად კარგად არ აქვთ საქმე, ბლოკადის გამო არანაირი ბიზნესი არ აქვთ“, – თქვა ტრამპმა.

    მისივე თქმით, თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, აშშ კონფლიქტს სამხედრო გზით დაასრულებს.

    აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი სწრაფი შეთანხმება არ არის: „ახლავე შემიძლია შეთანხმების დადება, მაგრამ არ მინდა ასე მოვიქცე. მინდა, შეთანხმება იყოს ხანგრძლივი და მდგრადი.

    ახლა ჩვენ უბრალოდ ვსხედვართ და ვუყურებთ, რა შეთანხმებას მიაღწევენ, და თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ სამიზნეების დანარჩენ 25%-ს. ჩვენ მივაღწიეთ იმ სამიზნეების დაახლოებით 78%-ს, რომელთა მიღწევაც გვინდოდა“, – განაცხადა ტრამპმა.