social media
    2026-05-07 | 10:34

    ეს ფოტო მინდა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს - გიორგი მელაშვილი

    ეს ფოტო მინდა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს - გიორგი მელაშვილი

    ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ეს ფოტო მინდა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს.

    გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის - ეს არის ზუსტად ის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს.

    მჯერა, რომ წმინდა გიორგის შეწევნით, ამ ბოროტებას და მის ყველა თანამონაწილეს ქართველი ხალხი აუცილებლად დაამარცხებს.

    „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.