Justice
    2026-05-08 | 12:55

    ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი 20 მაისს გამოცხადდება

    ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი 20 მაისს გამოცხადდება

    მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი 20 მაისს გამოცხადდება.

    სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე დანიშნული.

    ამ დღეს ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.