Society
2026-05-10 | 06:50
ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი - ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ.
როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა და თავდასხმის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“ – წერს მთივლიშვილი „ფეისბუქზე“
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
Related Articles
2026-07-11 | 07:13
Congratulations on the 25th anniversary of MediaNews!2026-07-11 | 06:23
Daily Calendar - July 112026-07-10 | 05:20
Daily Calendar - July 10