Society
    2026-05-10 | 06:59

    გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე –დაგასწარი - გიორგი მარგებაძე გელა მთივლიშვილს პასუხობს

    გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე –დაგასწარი - გიორგი მარგებაძე გელა მთივლიშვილს პასუხობს

    მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს.

    „დასრულდა ეთერი; გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე – დაგასწარი.

    ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესები ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“,- წერს მარგებაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა და თავდასხმის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

    Related Articles
    Daily Calendar _ June 20
    2026-06-20 | 05:22
    Daily Calendar _ June 20

    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19