Society
    2026-05-11 | 07:19

    გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა, ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრებას - საპატრიარქო

    გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა, ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრებას - საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.

    მათივე ცნობით, ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.

    ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება.

    Related Articles
    Daily Calendar _ June 20
    2026-06-20 | 05:22
    Daily Calendar _ June 20

    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19