Society
    2026-05-11 | 07:37

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

    თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა და სახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდნენ.

    სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.  

    მუნიციპალური  ნარჩენების ღია წესით წვის დროს გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. სამართალდარღვევების მინიმუმამდე შემცირებისა და ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

    ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

    Related Articles
    Daily Calendar _ June 20
    2026-06-20 | 05:22
    Daily Calendar _ June 20

    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19