social media
    2026-05-11 | 10:35

    იქნებ პასუხი გაგვცენ-ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები - შალვა ნათელაშვილი

    იქნებ პასუხი გაგვცენ-ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები - შალვა ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თუნდაც უსიამოვნოს შეიძლება, სამწუხაროდ, გაგებით შევხვდე, მაგრამ მე ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური---რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ასევე ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი,კგბ---ს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი,ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა,ასევე ბანდიტი ოლიგარქები, პაპაშვილი და სხვა ჩუმად,უკანა კარიდან შეპარულნი.მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩრობს ეროვნული ბოროტება, რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი,მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი. იქნებ პასუხი გაგვცენ---ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები? ნუ გადააქცევთ ამ დღეს მაინც პუტინის ბენეფისად,მით უფრო გუშინ ცხინვალის რეგიონი ამ დიქტატორმა პრაქტიკულად მიუერთა რუსეთის ფედრაციას.“