Justice
2026-05-15 | 07:38
თბილისში ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებამ ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავეს, ხოლო ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
Related Articles
2026-06-23 | 06:56
88 foreign citizens expelled from Georgia2026-06-23 | 06:52
Law enforcement officers discovered a makeshift drug laboratory