Commentary
    2026-05-15 | 09:05

    ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ასევე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას - ირაკლი კობახიძე

    ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ასევე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას - ირაკლი კობახიძე

    ქვეყანაში როდესაც ეკონომიკა იზრდება, ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას შემდეგ განცხადებას – „ადამიანების ეკონომიკური გაძლიერება პოლიტიკური ძალებისთვის არასასურველ გარემოს ქმნის და რაც უფრო მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო რთულად სამართავი ხდება“.

    „ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ზოგადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და, შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ა.შ. ეს სინამდვილეში მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების განსხვავებულ თითქოსდა დამოკიდებულებაზე. როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა, ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს აწუხებს ნიკა გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა, თავი დაიმშვიდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.