Justice
    2026-05-15 | 11:41

    თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

    უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით, მისთვის გადაეცა დიდი ოდენობის თანხა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტს და ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. აღნიშნული მოტივით ბრალდებულმა დაზარალებულს 40 845 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.