social media
2026-06-04 | 12:26
საქართველო ყველაფრის მიღმაა და გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად - ნიკა გვარამია
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარებას აძლევს და იწყებს სასურსათო ვაჭრობის გამარტივებას სომეხი ფერმერებისთვის.
საქართველო ყველაფრის მიღმაა და გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვან პროექტებზე ამბობს შეგნებულად უარს და ამით კიდევ უფრო აღრმავებს სიღარიბეს, დაუცველობას და უპერსპექტივობას.
ამ ვითარებაში ერთიან ფრონტს ქოცების წინააღმდეგ უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს, ხოლო უსუსური და სამარცხვინო ფართხალი ქოცებთან “დალაგების” და თვითგადარჩენის მიზნით, არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლა”.