Commentary
    2026-07-01 | 14:56

    თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში - თეა წულუკიანი

    თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში - თეა წულუკიანი

    თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში, - ასე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრს, თაზო დათუნაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.

    "ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს „ლელოები“ სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" , - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.