Commentary
    2026-07-14 | 12:55

    სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მემგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით - ირაკლი კობახიძე

    სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მემგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით - ირაკლი კობახიძე

    მემგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა. 

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია. 

    „აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ცხადია,“- აღნიშნა პრემიერმა.