Economy
2026-07-31 | 12:51
ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა. - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.
Related Articles