social media
    2026-07-31 | 16:48

    17 წლის მოზარდის მკვლელობაზე კითხვები არსად გაქრება - ხატია დეკანოიძე  

    17 წლის მოზარდის მკვლელობაზე კითხვები არსად გაქრება - ხატია დეკანოიძე  

    „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „17 წლის მოზარდის მკვლელობაზე კითხვები არსად გაქრება:

    - რატომ არ გასცა პასუხი პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელის სამი იარაღის შესახებ კითხვებს?

    - რატომ ჰქონდა იარაღი მკვლელს?

    - რა გახდა მიზეზი, რომ პოლიციამ არ ამოიღო იარაღი, არ გააუქმა ლიცენზია, რაც დადასტურებულად კანონდარღვევაა.

    - სად არის დეტალური აღწერა იმ მოვლენათა ჯაჭვის, რომელმაც იარაღი დაუტოვა მკვლელს და ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვა.

    არ გავაქროთ ეს კითხვები!!“.