social media
2026-08-04 | 13:30
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით - გიორგი ბურჯანაძე
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12344 პატიმარი იყო !
ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.
№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:
ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი
გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი
ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი“.