Conflict Zone
    2026-08-07 | 17:11

    „ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მოტივები გაუგებარია“ - რუსეთის საგარეო უწყება ნაურუს გადაწყვეტილებაზე

    „ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მოტივები გაუგებარია“ - რუსეთის საგარეო უწყება ნაურუს გადაწყვეტილებაზე

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ნაურუს გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ურთიერთობები ოკუპირებულ აფხაზეთთან.

    „როგორც იცით, რუსეთი არასდროს ერევა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ჩვენი მხრიდან, აღვნიშნავთ, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივები რუსული მხარისთვის გაუგებარია“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში რუსული მედიის მიმართვის საპასუხოდ.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების ლიკვიდაცია ხელს არ შეუწყობს კუნძულოვანი რესპუბლიკის გეოგრაფიის გაფართოებას ან გარე სამყაროსთან მისი კონტაქტების ხარისხის გაუმჯობესებას.

    ცნობისთვის, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანომ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო.