რამდენი საათი და წუთი სჭირდება ადამიანს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ჩინელმა მეცნიერებმა გამოთვალეს ძილის ზუსტი რაოდენობა საათებისა და წუთების სიზუსტით, რაც ადამიანს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სჭირდება.
Daily Mail-ის ცნობით, ჩინეთის ნანტონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს საათებისა და წუთების ზუსტი რაოდენობა, რაც თითოეულ ადამიანს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სერიოზული დაავადებების, მაგალითად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთვის სჭირდება.
მეცნიერების თქმით, ძილის ოპტიმალური რაოდენობა 7 საათი და 18 წუთია. ძილის ეს რაოდენობა შეიძლება სასარგებლო იყოს ინსულინრეზისტენტობის პრევენციისთვის. გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შაბათ-კვირას ზედმეტი ძილი ისეთივე საშიშია, როგორც ძილის ნაკლებობა.
გუნდმა შეისწავლა 23 000 ამერიკელი ზრდასრული ადამიანის მონაცემები, რომლებიც ყოველ საღამოს იწერდნენ ძილის ხანგრძლივობას და სისხლში შაქრის დონეს. ამ გაზომვებს შორის დაფიქსირდა U-ს ფორმის კავშირი. ძილის გრაფიკის ნორმალიზებისთვის ოპტიმალური აღმოჩნდა 7 საათი და 18 წუთი ძილი.
შაბათ-კვირას დამატებით ორსაათიანმა ძილმა უარესი შედეგები გამოიღო. „ეს ქმნის პოტენციურად მანკიერ ციკლს, რომლის დროსაც მეტაბოლური დისრეგულაცია იწვევს ძილის ნორმალური რეჟიმის დარღვევას და შედეგად მიღებული ძილის პათოლოგიური რეჟიმი (მათ შორის ძილის ხანგრძლივობის გაზრდა) კიდევ უფრო აზიანებს მეტაბოლიზმს“, - განაცხადეს მკვლევარებმა.
თუმცა, ისინი ამბობენ, რომ მათ, ვინც კვირაში ღამეში შვიდი საათი არ სძინავს, შეუძლიათ შაბათ-კვირას გამოძინება.