რუსთავი 2 არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება “ჯორჯიან მანგანეზისაგან” ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით - რომან გოცირიძე
ამ პოსტით რუსთავი 2 მაინც კმაყოფილი დარჩება. ამ საღამოს მთავარ გადაცემაში ვიხილავთ მყვირალა სათაურს: “რომან გოცირიძის აზრით ეშმაკი სამართლიანია”! - წერს სოციალირ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.
"თუ ვიცით, რომ “იმედს”ოფიციალურად აფინანსებენ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული სტრუქტურები, მათ შორის “ქართუბანკი” და მათ წინაშე დაუგროვდა 500 მილიონ ლარამდე დავალიანება( რომელსაც არასდროს გადაიხდის), სრულიად საიდუმლოა, თუ ვინ აფინანსებს რუსთავი 2-ს. “იმედისგან” განსხვავებით, აუდიტის ანგარიშში მხოლოდ ვალის ოდრენობაა მოცემული და არ არის დასახელებული, თუ ვისგან არის ეს ვალი აღებული. დღეისათვის რუსთავი 2-ის დავალიანება არის 200 მილიონი ლარი, ანუ ნორმალური მიდგომით კომპანია გაკოტრებულია. რუსთავი 2 არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება “ჯორჯიან მანგანეზისაგან” ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით, რომელიც ოფშორებში ილექება და შემდეგ უკან ბრუნდება რომელიღაც ქართულ შპს-ში, რომლის სახელი გასაიდუმლოებულია და შემდეგ ირიცხება ამ ტელევიზიის ანგარიშზე. ვერ ასცდება სანქციები. დღეს ეს პრორუსული ტელევიზია მირეკავს, იწერს ჩუმად საუბარს და მოჰყავს წლების განმავლობაში საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული ჩემი კრიტიკული სიტყვები და მეკითხება, ახლაც ამ აზრზრე ვარ თუ არა. ეს ამორალური არხი სპეკულირებს პატრიარქის გარდაცვალებით, ხალხის ემოციური მდგომარეობით და საპატრიარქოს მისამართით მიმართული კრიტიკა უნდა რომ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენოს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს, რომ საპატრიარქოში არიან პრორუსულად განწყობილი სასულიერო პირები; მჭიდროა მათი კავშირი “ოცნების” მოძალადე რეჟიმთან; სინოდში ზოგიერთი მღვდელი არის აშკარა პუტინისტი; უკრაინისადმი მათი დამოკიდებულება არის არაჰუმანური; არ უნდა ფინანსდებოდეს ეს ინსტიტუტი ბიუჯეტიდან; სამარცხვინოა, როცა ხმას არ იღებენ იმ დაპატიმრებებზე და სასტიკ ძალადობაზე, რასაც ხელისუფლება სჩადის( ელენე ხოშტარიაზე, 4 შვილის დედაზეც კი ხმა არ ამოუღიათ) და ასე შემდეგ-აღნიშნული პოზიციები არ დამიმალავს და მომავალშიც მწვავე იქნება ჩემი კრიტიკა, თუ ეს კურსი გაგრძელდება. ამის რისკი კი ნამდვილად არსებობს, რადგან დიდი ალბათობით, მომავალი პატრიარქი სინოდის პრორუსული ფრთიდან უფრო იქნება არჩეული, ვიდრე არაპრორუსულიდან. რუსთავი 2-ის დოყლაპია დირექტორს და საინფორმაციი სამსახურის გაიძვერა უფროსს მინდა ვუთხრა: სანამ ფარულად ჩასაწერად ვინმეს გამოაგზავნიდეთ, ერთ ჩემ დაკვირვებას გაგანდობთ, რომელმაც კანონზომიერების სახე მიიღო: ვინც მე უსამართლოდ მებრძვის, ცუდად ამთავრებს:)) თუ ვინ უზრუნველყოფს ამას, ჯერჯერობით ვერ დავადგინე. შეიძლება ეს იყოს მაღალი ღმერთი ცაში, ან ბუნების ძალა უთვალავი კავშირებით, ან სამართლიანი ეშმაკი, ისეთი, როგორიც ვოლანდია “ოსტატი და მარგარიტაში”. ვიღაც რომ სჯის, ფაქტია:)) ამ პოსტით რუსთავი 2 მაინც კმაყოფილი დარჩება. ამ საღამოს მთავარ გადაცემაში ვიხილავთ მყვირალა სათაურს: “რომან გოცირიძის აზრით ეშმაკი სამართლიანია”, - წერს რომან გოცირიძე.