პოლიტიკა
2026-10-15 | 14:24
ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად. ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული „ჩმორული“ პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება.