რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე თუ არ იქნება მიღწეული, ირანში ჩვენს „ყოფნას“ ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის განადგურებით დავასრულებთ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში სამხედრო ოპერაციების დასრულების საკითხზე „ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ტრამპის თქმით, ამ მიმართულებით „დიდი პროგრესია“ მიღწეული, თუმცა თუ შეთანხმება მალე არ შედგება და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება, აშშ ირანში საკუთარ „ყოფნას“ ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის განადგურებით დაასრულებს.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ ობიექტებზე ამერიკას ამ დრომდე მიზანმიმართულად არ მიუტანია იერიში. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე შესაძლოა გამხდარიყო გამტკნარების ქარხნებიც.
„ეს იქნება პასუხი იმ მრავალ ამერიკელ ჯარისკაცსა და სხვებზე, რომლებიც ირანმა ძველი რეჟიმის 47-წლიანი „ტერორის მმართველობის“ პერიოდში დახოცა“, - წერს ტრამპი.