სოცმედია
    2026-04-09 | 14:09

    არცერთ ხელისუფალს 1992 წლიდან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა -სანდრო ბრეგაძე

    არცერთ ხელისუფალს 1992 წლიდან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა -სანდრო ბრეგაძე

    “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “გ ი ლ ო ც ა ვ თ  დიდი ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !! !! !!

    დიახ – სწორედ 9 აპრილი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე !!

    26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე , ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის 9 აპრილი !!

    აქედან გამომდინარე – სამხედრო აღლუმი , საზეიმო მიღება , დამოუკიდებლობის დღის ყველა ოფიციალური ღონისძიება უნდა იმართებოდეს 9 აპრილს !! !! !!

    ერთადერთი მიზეზი იმისა , რომ 9 აპრილი არ აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღე არის სიძულვილი ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის , კანონიერი ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ !! !! !!

    არცერთ ხელისუფალს 1992 წლიდან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ უდიდესი მოვლენის მიჩუმათებას !!

    9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის გაუქმებას სათავე დაუდო შევარდნაძემ და მისმა სისხლიანმა ხუნტამ, ხოლო შემდგომმა ხელისუფალმა, მისმა სულიერმა შვილებმა – აღსაზრდელებმა გააგრძელეს ქვეყნის მოღალატე პუტჩისტი ჯალათების ტრადიცია და დღემდე არ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის ნამდვილ თარიღს !! !! !!

    ჩემის მხრივ დავამატებ – არ შეიძლება მრუდე ისტორიით და სიყალბით ცხოვრება . ეს სიყალბე დროებითია და დარწმუნებული ვარ რომ ოდესმე ხელისუფლებაში მოვა ისეთი ეროვნული ძალა, რომელიც იზეიმებს ჭეშმარიტად დამოუკიდებლობის დღეს !! !! !! ”