პოლიტიკა
2026-04-27 | 09:52
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. პაველ ჰერჩინსკიმ ავლაბრის ცერემონიალების შენობა უკვე დატოვა.
შეხვედრის შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, წინასწარი ინფორმაციით, აუდიენციის შესახებ კომენტარს გააკეთებს მაკა ბოჭორიშვილი.
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ცერემონიების სასახლეში, სადაც, რამდენიმე კვირაა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
მსგავსი სტატიები