მე გაბრაზებული ვარ დიქტატურაზე და დამპყრობლებზე, ხოლო ოპოზიციის ზოგიერთი წევრით უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ - მიხეილ სააკაშვილი
TV-ში ჩემი დღევანდელი გამოსვლა დაასათაურეს სიტყვებით "მიშა გაბრაზებულია ოპოზიციაზე". ეს სიტყვები არაა მართალი! - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„მე გაბრაზებული ვარ დიქტატურაზე და დამპყრობლებზე, ხოლო ოპოზიციის ზოგიერთი წევრით უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. ძირითადად იმის გამო, რომ ისინი მოწყდნენ ხალხს და არეული აქვთ სამიზნე. თუმცა ეს საერთოდ არ ეხება აბსოლუტურ უმრავლესობას. ძალიან ბევრი კარგი და ერთგული ადამიანი ჩვენს ბრძოლაში და მათთან ერთად სამიზნე გასწორებული გვაქვს დიქტატურაზე და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!
მთავარი რაც დღეს ვთქვი იყო არა წარსულზე კონცენტრირება, არამედ ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად რეაგირების რეჟიმში და პირიქით დიქტატურა უნდა გვყავდეს ჩოქბჯენში და მუდმივ თავდაცვაში.
ხალხთან უნდა გავდოთ ხიდი, ოღონდ ვისაც ჩვენს რიგებში ხალხთან ლაპარაკი არ შეუძლია და უბრალო ქართველებისადმი სიძულვილს ასხივებს, უკან უნდა მოვიტოვოთ და მაშინ ყველაფერი გამოგვივა.
აი დღესაც ძალიან კარგი საუბარი შედგა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაძვირებულ ფასებზე. აი ასე რა! მეტი კონკრეტიკა, მეტი რეაგირება, თავგანწირული ბრძოლა და შედეგიც დაიდება!“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.