საზოგადოება
    2026-04-28 | 13:05

    ცნობილია პატრიარქობის სამი კანდიდატი

    ცნობილია პატრიარქობის სამი კანდიდატი

    სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრებს საპატრიარქო კანდიდატები უნდა გამოეჩიათ, დასრულდა.

    ცნობილია პატრიარქობის სამი კანდიდატი:

    • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) - 20 ხმა;

    • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - 7 ხმა;

    • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - 7 ხმა.

    სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა დღეს ხმა 38-მა მისცა, რადგან სხდომას წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) არ ესწრებოდა.

    ამასთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის  განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუსფე მელქისედეკი.

    სამი კანდიდატის გამორჩევის შემდეგ გაფართოებული კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს აირჩევს. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.