კომენტარი
    2026-04-28 | 13:55

    ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები -  ირაკლი კობახიძე

    ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები -  ირაკლი კობახიძე

    ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისივე თქმით, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, თუმცა მთავრობა ამით არ კმაყოფილდება.

    „ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის იყო ბოლოს ის ან მისი ოჯახის წევრი მაღაზიაში, კობახიძემ უპასუხა:

    „ვაკვირდები ხოლმე, ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე... კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც მაღაზიაში გვხვდება. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს? რა 85 თეთრი? წაგიყვანთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს ნახევარ კილოგრამს 10 ლარში გაყიდინებთ. თქვენ თქვით 40. წაგიყვანთ მაღაზიაში, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის, ვებ-გვერდზე“.