საზოგადოება
    2026-04-29 | 12:28

    შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ის, რომ რუსეთი შეიძლება ჩვენ რაღაცას გვაიძულებდეს, ასეთი ფაქტი არ არსებობს - მიტროპოლიტი სტეფანე

    შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ის, რომ რუსეთი შეიძლება ჩვენ რაღაცას გვაიძულებდეს, ასეთი ფაქტი არ არსებობს - მიტროპოლიტი სტეფანე

    ე.ი. ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო, ჩვენთან რომ მოვიდა და სარწმუნოება გაავრცელა?.. როდესაც საკითხს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ, გვგონია, რომ რუსებს შეუძლიათ ჩვენთან რამე ისე გააკეთონ, როგორც თავად უნდათ. ეს არც ერთხელ არ განხორციელებულა. შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ის, რომ რუსეთი შეიძლება ჩვენ რაღაცას გვაიძულებდეს, ასეთი ფაქტი არ არსებობს, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში".
    “ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა - ჩაწერენ თუ არა, ჩვენ ღმერთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ის, რასაც ჩაწერს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი. მთელი მსოფლიო ამით არის გაჟღენთილი. რომ ამბობენ, საქართველოში ასე იქცევიან და სადღაც ანგელოზები არიან და ამას არ აკეთებენ, იქ უფრო უარესები არიან, სადაც ანგელოზებად ევლინებიან ხალხი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. როდესაც ღვთის წინაშე დგახარ, საერთოდ არ გაინტერესებს ვინ, რას ისმენს. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, ნეტა მომისმინონო, რამე მაინც გაიგონო. ეს არ არის ფანატიზმი, ეს არის ღვთის რწმენა. მე მწამს იმის, რომ თუ უფლის ნებით ვივლი, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. წმინდა გიორგის რა დააკლეს, როდესაც ბორბალზე გააკრეს და დაფლითეს?“ - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ.