საზოგადოება ხედავს, საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა, რამდენი გამოწვევა აქვს - ნინო წილოსანი
საზოგადოება ხედავს, საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა, რამდენი გამოწვევა აქვს - როცა ასეთი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ალბათ, მარტივია გაარკვიო, სად დგას სიმართლე - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
“უბრალოდ, ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ, საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები, რიგ შემთხვევაში, როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელიც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესთან, მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას. ქართველი ხალხის არჩევანი მან ძალიან კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა წილოსანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა: „მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევძლოთ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“.