პოლიტიკა
    2026-05-04 | 12:29

    ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ - მიხეილ სააკაშვილი 

    ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ - მიხეილ სააკაშვილი 

    ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

    მან სასამართლო პროცესზე, ვიდრე 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევდნენ, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც, სხდომათა დარბაზი დატოვა.

    “რეპრესიული რეჟიმი იყოო და არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ გვყავდა.... ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი მიზეზის გამო დაამწყვდიეს, ხალხს დაუბრუნდა იმედი, მისცა ორგანიზების სტიმული, ცემის და მუქარების არ შეეშინდა და ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს.

    იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში და ალბათ, წლების დამატებას უპირებენ, რომ მან აჩვენა, რომ არაფრისაც არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძესაც. მან თავისი უშიშარი ხასიათის გამო ამ საკანში ამოყო თავი.

    ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა.

    ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას.

    პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. ის რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა",- განაცხადა სააკაშვილმა.