გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა? თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში - ლევან ხაბეიშვილი
26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ, ეს აქცია არის თუ არ არის? - თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსს“ მიმართა, მათ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
“არაფერი იქნება გარედან, თუ ჩვენ, ხალხი არ გავიღვიძებთ. არავის ვაკრიტიკებ. არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ამ ადამიანების ნაწილად მიმაჩნია თავი. ეს ქვეყანა არ არის პილიტიკოსების, არ არის პოლიტიკური ლიდერების, ეს ქვეყანა არის თითოული მოქალაქის, საბრძოლი არის თითოული ჩვენგანის.
ერთადერთი, რასაც ვთხოვ ოპოზიციას – გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა? მე არ მაქვს სოციალური ქსელები და ტელევიზორში ვერ ვხედავ, არის თუ არა. ეს არ არის შენიშვნა და პრეტენზია. მე, როგორც გულშემატკივარს, ერთ რიგით თქვენიან მხარდამჭერს მაინტერესებს, რომელიც, ხვალ თქვენ თუ ლიდერები იქნებით, ხმას მოგცემთ, მხარს დაგიჭერთ. თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. ეს არის ჩემი თხოვნა, რომ მე, როგორც ტელევიზორის მაყურებელს, გამაგებინეთ, 26 მაისს აქცია არის? არ არის? გამოვდივართ? ბევრნი უნდა ვიყოთ? – უნდა ვიყოთ; უნდა გავაგრძელოთ? – გავაგრძელოთ; აქტიურობა გვმართებს? – გვმართებს. გააგებინეთ ხალხს. გასაგებია, შეიძლება, მე ვერ გამოვიდე 26 მაისს თქვენთან ერთად აქციაზე, მაგრამ ვინც გიყურებთ, იმ ხალხისთვის მაინც თქვით, იქნება ეს აქცია თუ არა. ზუსტად იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის. ეს არ არის საწყენი, არ არის შენიშვნა, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია. თვე-ნახევარი გავიდა, აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ. ასევე ხალხმაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა გახდა საქმე, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას თუ ეწევი, მიდიხარ ციხეში. ამიტომ ყველაფერზე ამ პოლიტიკოსების მხარეს ხელის გაშვერა მაინცდამაინც სწორი საქციელი არ არის, თორემ ბევრი მეც არ მომწონს, ბევრს მეც არ მოვწონვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.