პოლიტიკა
2026-05-15 | 06:29
მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 15 მაისს კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.