საზოგადოება
    2026-05-19 | 06:54

    დღის კალენდარი - 19 მაისი

    დღის კალენდარი - 19 მაისი

    წლის 139-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 226 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    წმ. მენემართლისა იობ მრავალვნებულისა (დაახ. 2000-1500 წწ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ბარბარისა, ბაკხუსისა, კალიმაქესი და დიონისესი (დაახ. 362); მოწამისა ბარბარ ავაზაკყოფილისა.

    დაიბადნენ:

    1593 _ იაკობ იორდანსი, ფლამანდიელი მხატვარი. გარდაიცვალა 1678 წელს.

    1873 - იროდიონ ევდოშვილი, ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.

    1939 _ კონსტანტინე ვარდელი, მუსიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

    გარდაიცვალნენ:

    1825 _ კლოდ ანრი დე სენ-სიმონი, ფრანგი, სოციალისტ-უტოპისტი.

    1864 _ ნატანიელ ჰოტორნი, ამერიკელი მწერალი.

    1912 _ ბოლესლავ პრუსი, პოლონელი მწერალი.

    1935 _ ტომას ედვარდ ლოურენსი, ინგლისელი მწერალი, მეცნიერი-კლასიკოსი, არქეოლოგი.

    მოვლენები:

    1712 _ პეტრე I-მა დედაქალაქი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიტანა.

    1802 ნაპოლეონის ინიციატივით დაწესდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო საპატიო ლეგიონის ორდენი.

    1923 – სიკვდილით განაჩენი გამოუტანეს ანტიბოლშევიკური შეთქმულების მონაწილეებს, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, გენერალ კოტე აფხაზს.

    1947 _ ამოქმედდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

    1977 _ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შეთანხმება მშვიდობიანი მიზნით კოსმოსური სივრცის კვლევისა და გამოყენების შესახებ.

    2024 - ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    თურქეთი _ ახალგაზრდობისა და სპორტის დღე.

    ფინეთი _ ხსოვნის დღე.

    უკრაინა _ მეცნიერების დღე.

    ვიეტნამი _ ხო ში მინის დღე.