კონფლიქტის ზონა
    2026-05-19 | 11:58

    ოკუპირებულ ხურვალეთში გარდაიცვალა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი

    ოკუპირებულ ხურვალეთში გარდაიცვალა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი

    ვალია ვანიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გორის მერის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით ვანიშვილი გუშინ, 18 მაისს, საკუთარ სახლში, სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა

    ვალია ვანიშვილი დათა ვანიშვილის ცოლი იყო. ვანიშვილები რუსული ოკუპაცის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცნენ მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს - სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე

    მათთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს

    მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია - ის 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სახლში მისი ცოლი ვალია ვანიშვილი მარტო ცხოვრობდა. მისი შვილი ხანდახან მალულად ახერხებდა ხოლმე დედის მონახულებას.

    წყარო