მსოფლიო
    2026-05-20 | 06:40

    ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, ომში დაბრუნების შემთხვევაში, კიდევ მრავალი მოულოდნელობა იქნება - აბას არაღჩი

    ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, ომში დაბრუნების შემთხვევაში, კიდევ მრავალი მოულოდნელობა იქნება - აბას არაღჩი

    დადასტურდა, რომ ჩვენი ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები პირველია, რომელმაც დიდად ქებული F-35 ჩამოაგდო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

    „ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა აღიარა, რომ დაკარგულია ათეულობით საჰაერო ხომალდი, რომელთა ღირებულება მილიარდებს შეადგენს.

    დადასტურდა, რომ ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები პირველები იყვნენ, რომლებმაც ჩამოაგდეს ფართოდ რეკლამირებული F-35.

    ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, ომში დაბრუნების შემთხვევაში, კიდევ მრავალი მოულოდნელობა იქნება“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

    ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა, პენტაგონზე, ცენტრალურ სარდლობასა და მედიაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა 42 სამხედრო თვითმფრინავის სია, რომლებიც ირანის ომის დროს დაზიანდა ან განადგურდა. მათ შორისაა F-35 ტიპის თვითმფრინავი.