საზოგადოება
2026-05-20 | 11:40
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად, შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
საპატრიარაქოში მყოფი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მსგავსი სტატიები
2026-06-01 | 06:40
გივი მიქანაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს2026-06-01 | 04:54
დღის კალენდარი - 1 ივნისი2026-05-31 | 09:49
ვრცელდება გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება