სამართალი
2026-05-29 | 13:14
დაკავებულია პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსა
პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვადასხვა დროს რუსთავში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
2026-11-06 | 14:29
ბათუმელმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა2026-11-06 | 13:13
ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული2026-11-06 | 12:28
ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა