მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა
გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურა მენთეშაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ამის შესახებ ტვპირველი იტყობინება.
ზურაბ მენთეშაშვილს სასჯელის ნახევარზე მეტი მისჯამდე მოახდევინეს. ის პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის კაცს მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში უკვე შვიდი თვე გაატარა. ამიტომას სამოქალაქო აქტივისტი ციხეს 2 თვეში დატოვებს.
დღეს სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა 61 წლის ბრალდებულმა:
“რა ხდება ქვეყანაზე, რატომ ვარ აქ? რატომღაც მგონია, რომ თქვენ კარგად იცით ეს ყოველივე და არ დავკარგავ დროს. ჩემნაირი ადამიანი ბოროტებას ვერ ჩაიდენს, არ ჩაიდენს და აზრადაც არ გაუჩნდება. რატომ ვიმყოფები აქ შვიდი თვეა, მშიერ მდგომარეობაში, რატომ მსჯიდნენ ციხეში ციხით... თემიდა თვალახვეული კი არის, მაგრამ ხელი არ ეშლება დანახვაში და სმენაში. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახო ჩემი ქვეყანა გამთლიანებული.
რა ჰქვია პრეზიდენტს? ყაველაშვილი არა, ბიძინა, ბიძინა. მისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული ნიცშე რად ღირს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის. ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები, სამუდამოც რომ მომისაჯოთ,“- განაცხადა ზურაბმენთეშაშვილმა.
ცნობისთვის, მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.