საზოგადოება
    2026-05-29 | 15:15

    საქართველოს ბანკის sCoolApp- ში Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა

    საქართველოს ბანკის sCoolApp- ში Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა

    საქართველოს ბანკი sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში  Trivia კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა. ამ კვირაში Trivia-ს მარკეტს სუპერსაჩუქრები დაემატა: iPhone 17, PlayStation და პლანშეტი, რაც მოსწავლეებს ცოდნის რეალურ და განსაკუთრებულ პრიზებად ქცევის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.

    სუპერსაჩუქრების მოსაპოვებლად, 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, sCoolApp-ში მეგობრების მოწვევის სპეციალური აქცია მოქმედებს. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი მონეტები დააგროვონ.

    მოსწავლე, რომელიც თავისი პირადი მოწვევის კოდით დაარეგისტრირებს მეგობარს, ვისაც sCoolApp ჯერ არ აქვს, პირველ მოწვევაზე 50 მონეტას მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგ მოწვევაზე - 5 მონეტას.
    ხოლო მათ, ვისაც, მეგობრების მოწვევის ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მიმდინარე აქციის ფარგლებში კვლავ შეეძლებათ მეგობრების მოწვევა.  პირად  კოდს კი ლიდერების დაფის სექციაში აღმოაჩენენ. 

    აქციის პერიოდში დაგროვილი მონეტები ყველა მონაწილეს 5 ივნისს დღის განმავლობაში დაერიცხება.

    ინფორმაციისთვის, sCoolApp Trivia შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6–13 და 14–18 წელი). ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. სწორი პასუხებით დაგროვილი ვარსკვლავებითა და მონეტებით კი  მოსწავლეებს რეალური საჩუქრების შესაძლებლობა აქვთ.

    იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ sCoolApp გამოწერილი, ჯერ კიდევ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, უპასუხონ Trivia-ს კითხვებს, მოიწვიონ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და მიიღონ სუპერ პრიზები.

    დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.