სამართალი
    2026-05-30 | 11:14

    ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეა

    ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეა

    ჟურნალისტი, "ნიუს კავკასის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირია. მანამდე ხელბორკილები დაადეს "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს. 

    ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუაპციო ძალების მიერ ცხინვალში ჩაცხრილული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

    სუს-ის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძეს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

    უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავებული ასევე ონლაინპლატფორმის საფარით, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს.