სამართალი
2026-07-07 | 11:46
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ტარდება, არც ერთი ბრალდებული პოლიტიკოსი არ ესწრება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ჩვენებას 3 გამომძიებელი და 2 ექსპერტი მისცემს.
მსგავსი სტატიები
2026-10-16 | 11:56
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს2026-10-15 | 12:10
ზესტაფონში 12 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს