მსოფლიო
2026-07-09 | 09:28
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.
მსგავსი სტატიები
2026-07-09 | 09:22
თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე2026-07-08 | 22:21
შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა