4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე… პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო … ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორი ვარ - პაატა ბურჭულაძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აქციის ორგანიზების ნაწილში ჩართული არ ყოფილა.
“4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი.
პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო.
ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.