პოლიტიკა
    2026-08-06 | 16:23

    ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

    ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

    ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს.

    „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

    „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოც ავრცელებს.

    „ერთი წლის წინ, ცნობილ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლონეთის საელჩო კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ეს სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ჩვენ მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერს საელჩო.

    მსგავსი სტატიები